Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საყდრისის გადარჩენის მოთხოვნით პარლამენტთან შიმშილობის აქცია გრძელდება
ipn.ge
21 December 2014, 16:20
თბილისში, პარლამენტის შენობასთან ორი ადამიანი მესამე დღეა შიმშილობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მოშიმშილემ, "სამართლიანი სახელმწიფოს სამოქალაქო საზოგადოების" ხელმძღვანელმა, მანანა ორბელიანმა განუცხადა, მათი მოთხოვნაა, შეჩერდეს საყდრისის ნგრევა.
"ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეჩერდეს აფეთქებული საყდრისის ნგრევა. აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლს ადევს ყადაღა, რაც ნიშნავს, რომ იქ ერთი ზედმეტი მოძრაობის გაკეთებაც არ შეიძლება. იქ ყველაფერი ბოლომდე დაკარგული არ არის, მისი ნგრევა უნდა შეჩერდეს. ერთი კვირაა საზოგადოება ამას მოითხოვს. ჩვენ იქამდე ვიშიმშილებთ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - აღნიშნა მანანა ორბელიანმა.
დღეს მოშიმშილეები არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგნელებმა მოინახულეს. როგორც "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, ეთანხმება პოზიციას, რომ ნგრევა უნდა შეჩერდეს.
"სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს და ნგრევა უნდა შეჩერდეს. რაც შეეხება იმას, თუ რა კულტურული ღირებულება აქვს ობიექტს, ეს უნდა გაარკვიონ მეცნიერებმა და არა ღარიბაშვილმა, რომელიც საყდარს საყდრისისგან ვერ არჩევს. აკადემიური ცოდნის გარეშე, ამის გარკვევა შეუძლებელია", - განაცხადა კახა კუკავამ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი